ზაზა ვაშაყმაძემ  აშშ-ში მოქმედ საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აშშ-ში მოქმედ საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ, „NCSIJ” -ის (ევრაზიის ებრაელთა მხარდაჭერის ნაციონალური კოალიცია) დირექტორის მოადგილე ლესლი ვეისთან და ორგანიზაცია „ბნაიბრით“-ის ვიცე პრეზიდენტთან, დენ მარიაშინთან ერთობლივი შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ორგანიზაცია “NCSIJ” 50 ებრაულ ეროვნულ ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის - „ბნაიბრითსაც“. მათი განცხადებით, ეს ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ მრავალ სახელმწიფოსთან ებრაული დიასპორისა და რელიგიის საკითხებში.

ზაზა ვაშაყმაძემ ებრაულ მხარეს 2017-18 წლების რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიში წარუდგინა და ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საკულტო ნაგებობების შესახებ, ბატონმა მარიაშინმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს საკითხი ნაცნობია, რადგანაც მის წინაპარს ცხინვალის სინაგოგის მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული. სააგენტოს თავმჯდომარემ მასპინძლებს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილება ქართულ-ებრაული ურთიერთობების არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ და ამასთან დაკავშირებით, იუნესკოში წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების პაკეტი გააცნო. ზაზა ვაშაყმაძემ ისრაელსა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის, სხვადასხვა მიმართულებებით არსებული თანამშრომლობის შესახებ ისტორიაზეც ისაუბრა.

დენ მარიაშინის განცხადებით, მათი ორგანიზაციები აუცილებლად დაეხმარებიან და ხელს შეუწყობენ ქართული მხარის ინიციატივას იუნესკოში, მიუხედავათ იმისა, რომ აშშ და ისრაელი არ არიან იუნესკოს წევრი ქვეყნები. მისი თქმით, მსოფლიოში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირებების ფონზე, ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები წარმოადგენს სამაგალითო მოდელს, თუ როგორ შეიძლება ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მშვიდ და ტოლერანტულ გარემოში თანაარსებობა. მარიაშინმა ასევე აღნიშნა, რომ ებრაული მხარე დაეხმარება რელიგიის სააგენტოს საქმიანობის ობიექტურად ასახვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ.საუბარი შეეხო ქართული-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ გამოფენის მოწყობასაც.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს