თორნიკე რიჟვაძე - ვსწავლობთ მოსახლეობის პროტესტის მიზეზს, მაჭახლის ხეობაში  ჰესი შესაძლოა, არ აშენდეს

ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში ჰესი შესაძლოა, არ აშენდეს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჰესის მშენებელ კომპანიასთან ალტერნატიურ ტერიტორიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რიჟვაძის თქმით, მოსახლეობის პროტესტი ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვსწავლობთ მოსახლეობის პროტესტის მიზეზს, ამავე დროს ვმუშაობთ ინვესტორთან, ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, შესაძლოა გულისხმობდეს პროექტის არგანხორციელებას ხეობაში. ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით, მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ხელმოწერები შეაგროვეს და პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს