ლევან იზორია - მივესალმები ბიძინა ივანიშვილის წერილის პათოსს, რომ გარკვეული პრინციპების გარშემო უნდა შევძლოთ კონსოლიდაცია

წერილი მიმართულია იმისკენ, რომ ახალი გამოწვევების ფარგლებში უნდა შევძლოთ დემოკრატიული ინსტიტუტების უფრო გამყარება, - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი.

მინისტრის თქმით, ეთანხმება წერილის პათოსსა და თვლის, რომ ამ პრინციპების გარშემო უნდა შევძლოთ გაერთიანება.

"მივესალმები წერილის პათოსს, რომლის მთავარი პრინციპი, საზრისი არის ის, რომ გარკვეული პრინციპების, იდეების გარშემო უნდა შევძლოთ კონსოლიდაცია, გაერთიანება. ეს არის თითოეულის ვალდებულება და ეს პრინციპები არის სწორედ ის მონაპოვარი, რაც 9 აპრილის შედეგად მოვიპოვეთ. 9 აპრილის გარშემო ზუსტად ეს სწრაფვა იყო თავისუფლებისკენ და ამ წერილის შინაარსიც არის მიმართული იმისკენ, რომ ახალი გამოწვევების ფარგლებში ჩვენ უნდა შევძლოთ დემოკრატიული ინსტიტუტების უფრო გამყარება და ამით თვითრეალიზება, როგორც ერმა, რომელსაც სურს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში," -განაცხადა ლევან იზორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა