კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის წერილში ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული

ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი.

კალაძის თქმით, ამ წერილის მთავარი სათქმელია ის, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ კონსოლიდაციითა და ერთიანი ძალისხმევით შეიცვალოს.

"ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული. ყველაზე მთავარი არის ის, რაც მე ძალიან მომეწონა, რომ საჭიროა კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ჩართულობით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს," - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ ოპონენტებსაც უპასუხა, რომლებმაც წერილი და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკეს. მისი თქმით, ოპონენტების რეაქცია ლოგიკური იყო, რადგან მათ დემოკრატია და თავისუფლება სხვაგვარად ესმით.

"ოპონენტებს რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდათ წერილის შინაარსი. მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ თავისუფლება და დემოკრატია და მათ როგორც წარმოუდგენიათ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და არ მინდა გავიხსენო, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში," - განაცხადა კალაძემ.

ლევან დოლიძე - სირიაში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იქნება იმაზე, რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებს ნატო, აშშ და თურქეთი, თუმცა, საქართველოში სირიიდან მიგრანტების დიდ ნაკადს არ ველი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე  -  1.1 ტრილიონიანი დანაკარგი
ყველა ბიზნეს პროცესის ავტომატიზაცია - Nova-სა და BDO-ს პარტნიორობა
აღნიშნეთ დედის დღე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (R)