მაიკ პომპეო - ტრამპის ადმინისტრაცია გენერალ ყასემ სულეიმანის ტერორისტად მიიჩნევს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ალ-ყუდსის“ სპეცდანიშნულების ძალების სარდალს გენერალ ყასემ სულეიმანის ტერორისტად მიიჩნევს.

ამის შესახებ ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„დიახ, გენერალი სულეიმანი გათანაბრებულია ტერორისტული დაჯგუფებების ხელმძღვანელებთან“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და გენერალი სულეიმანი პასუხისმგებელი არიან 2003 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ერაყში 603 ამერიკელი სამხედროს სიკვდილზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო.

„ოფიციალურად ვაცხადებ ჩემი ადმინისტრაციის განზრახვას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კირპუსის, მათ შორის “ალ-ყუდსის” ძალების უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ. ეს ნაბიჯი ცხადყოფს იმ რეალობას, რომ ირანი არა მხოლოდ ტერორიზმის სპონსორია, არამედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეშვეობით აქტიურად მონაწილეობს, აფინანსებს და ხელს უწყობს ტერორიზმს. ეს აღიარება პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ უცხო ქვეყნის მთავრობის ნაწილს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს”, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა