ზვიად ძიძიგური - საქართველოში არჩევნები ყოველთვისაა, ამიტომ აქტიურობის არჩევნებთან დაკავშირება, არასწორია

საქართველოში არჩევნები ყოველთვის არის, ამიტომ აქტიურობის არჩევნებთან დაკავშირება, არასწორია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი წერილებს არჩევნების მოახლოებისას აქვეყნებს.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ის ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის წერილის პათოსს, რომ ერს კონსოლიდაცია სჭირდება. ძიძიგურის თქმით, 9 აპრილი ის მოვლენაა, რომელიც აჩვენებს, რა შეუძლია კონსოლიდირებულ ერს.

"საქართველოში არჩევნები ყოველთვის არის. ერთი წელი დამისახელეთ, როდესაც არჩევნები არ არის. ამიტომ აქტიურობის არჩევნებთან დაკავშირება, არასწორია. ასე ყველა პარტიის საქმიანობა შეიძლება რაღაცას დაუკავშირო. ამიტომ მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ 9 აპრილია სწორედ ის თარიღი და ის მოვლენა, რომელიც აჩვენებს, კონსოლიდაციას რა შეუძლია ერისთვის გააკეთოს. მაშინ კონსოლიდირებულმა, ერთ მუშტად შეკრულმა ერმა მოახერხა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაშინ მთელი ერი პირად თუ პარტიულ ამბიციებზე მაღლა დადგა და მოახერხა, მოეპოვებინა დამოუკიდებლობა,"- განაცხადა ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა