მაია ცქიტიშვილი - უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყნის თავისუფლებას, ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გაატარეს აქ 9 აპრილის ღამე და რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, დამოუკიდებლობის დაბრუნებას. ეს დღე ყველასთვის ძალიან ტრაგიკულია და მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვენის ახალი ისტორიისთვის, მისი ახალი ეტაპისთვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომ სწორედ ასეთი მოვლენების, ასეთი ერთიანობის შედეგად არის შესაძლებელი ისტორიის შეცვლა, ჩვენთვის, ყველასთვის ძვირფასი ფასეულობების დაცვა,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა 9 აპრილის მონაწილეთა ერთიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 9 აპრილი არის დღე, რომელიც უნდა ახსოვდეს ყველას.

„თითოეულმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ამ ადამიანების სიცოცხლეშეწირული ქვეყანა განვავითაროთ და ვეცადოთ სახელმწიფო უფრო ძლიერი გავხადოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

წელს 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. მშვიდობიანი აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა