მაია ცქიტიშვილი - მთავარია, შევძლოთ პოზიტიური ენერგიის მობილიზება იმისთვის, რომ გამოვადგეთ ჩვენს ქვეყანას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული ღია წერილი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 30-წლიანი ისტორიის გააზრება, იმ ეტაპების შეფასება, რომლებიც გაიარა საქართველომ.

„მნიშვნელოვანი იყო გააზრება იმ იმედების, რომლებსაც ვამყარებდით სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაზე და ამავე დროს, იმ ერთიანობის აუცილებლობის გააზრება, რომელიც თან ახლდა ჩვენი ისტორიის განვითარებისთვის ყველა ასეთ მნიშვნელოვან ეტაპს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს ისტორიამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ისეთი ერთიანობით, რომელიც გამოვავლინეთ 9 აპრილს და ისეთი კონსოლიდაციით არის შესაძლებელი ქვეყნის განვითარება, მისი გაძლიერება და მისთვის ეს გზავნილია მნიშვნელოვანი.

„ჩვენ უნდა შევძლოთ განცალკევება ყველა იმ პოლიტიკური პროცესის, რომელიც სხვადასხვა მხარეს შეიძლება აწყობდეს დროის ამა თუ იმ მონაკვეთში, იმ ძირითადი ამოცანისგან, რომელიც უნდა გვამოძრავებდეს და ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამიტომ, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და ამისკენ უნდა ვიყოთ მომართული. მთავარია, იმ პოზიტიური ენერგიის მობილიზება შევძლოთ, რომლითაც გამოვადგებით ჩვენ ქვეყანას,“- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს