ნინო ლომჯარია -  9 აპრილი შეგვახსენებს, რამხელა მსხვერპლი დაუჯდა ქართველ ერს დამოუკიდებლობის მოპოვება

9 აპრილი არის დღე, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა და ყოველთვის შეგვახსენებს, თუ რამხელა მსხვერპლი დაუჯდა ქართველ ერს დამოუკიდებლობის მოპოვება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

"30 წლის წინ, მშვიდობიანი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია იყო დარბეული საბჭოთა სამხედროების მიერ. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ერისთვის, თუმცა მეორე მხრივ, ეს დღე გვაერთიანებს, როგორც ერს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო და მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი არის ვალდებული, რომ მოვიდეთ, გავიხსენოთ ეს დღეები და პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა სულებს და მათი სახელები არასდროს უნდა იყოს დავიწყებული ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, დღემდე ზუსტი რაოდენობა ამ დარბევის მსხვერპლის, დაზარალებულების, მოწამლული ადამიანების არ არის და დღემდე ეს ადამიანები განიცდიან ამ სასტიკი დარბევით გამოწვეული ზიანის ძალიან ცუდ შედეგებს, მაგრამ მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის დღე, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა და ყოველთვის შეგვახსენებს, თუ რამხელა მსხვერპლი დაუჯდა ქართველ ერს დამოუკიდებლობის მოპოვება", - განაცხადა ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს