სახალხო დამცველი - ია კერზაიას საქმეს ვსწავლობთ და ბევრი გარემოება ეჭვს იწვევს

ია კერზაიას საქმეს ვსწავლობთ და ძალიან ბევრი გარემოება ეჭვს იწვევს,- აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის საქმის შესახებ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ბევრი გარემოებაა, რაც ეჭვებს იწვევს და ამ ეჭვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა გამოძიება.

„ამ შემთხვევაში ჩასატარებელია ისეთი მოქმედებები, გარემოებების დასადგენად, რაც არის უკვე საგამოძიებო ორგანოების კომპეტენცია. მათ შორის ეს არის სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზების ჩატარება, მტკიცებულებების ამოღება, ადამიანების დაკითხვა და ა.შ. ეს არის ის საკითხები, რაზეც გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა, თუმცა საეჭვო გარემოება გვხვდება მრავლად",- განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს