დედაქალაქში მდებარე 6 ქუჩისთვის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭებაზე საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას 2-3 კვირაში მიიღებს

დედაქალაქში მდებარე 6 ქუჩისთვის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების თაობაზე თბილისის საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას 2-3 კვირაში მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პროცესს მეექვსე მოწვევის საკრებულო ეტაპობრივად გააგრძელებს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით სახელდება უკვე მინიჭებული აქვს ექვს ქუჩას, ხოლო შემდგომ დანარჩენი ქუჩები იქნება სახელდებული. კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ პროცედურების გავლის შემდგომ, დაახლოებით ორ-სამ კვირაში გვექნება საშუალება, რომ საკრებულოს სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისში ქუჩებისთვის 9 აპრილს დაღუპულთა სახელების მინიჭების თაობაზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დღეს იმსჯელა. რაც შეხება ხუთ დაღუპულს, რომლებიც რეგონებიდან არიან, მათი სახელობის ქუჩები მათივე საცხოვრებელი ტერიტორიების მიხედვით გაჩნდება.

იხილეთ ვიდეო: 6 ქუჩისთვის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულების სახელის მინიჭებაზე საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას 2-3 კვირაში მიიღებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა