თბილისში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში, ვაზისუბანში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახში არ დაბრუნდა, მშობლებმა 4 აპრილს პოლიციას განცხადებით მიმართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მიმდინარეობს მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა