ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი - შორენა ბეგაშვილის დაკითხვა არაფერში გვჭირდება, ყველაფერი  ისედაც ცხადზე ცხადია

შორენას დაკითხვა საერთოდ არაფერში გვჭირდება, ისედაც ყველაფერი ცხადზე ცხადია, - ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობის ფაქტი ისედაც ცხადია.

„შორენას დაკითხვა საერთოდ არაფერში გვჭირდება, ისედაც ყველაფერი ცხადზე ცხადია. 1. არსებობს ადამიანი, რომელმაც ანა ჯანმრთელი მიიყვანა საგურამოში და ორი დღის მერე ნაცემი წამოიყვანა. 2. არსებობს ადამიანი, რომელმაც ძალადობის მეორე დღეს წამლები მიუტანა ანას საგურამოში. 3. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ანაზე ძალადობის განხორციელების ფაქტს 4. არსებობს ამონაწერი სატელეფონო ანძებიდან, რითიც დასტურდება, რომ ძალადობის დროს ანაც და დავითიც საგურამოში იყვნენ.

ამ წერტილების შეერთებით უტყუარად დგინდება დავითის მიერ ანაზე ძალადობის ფაქტი,“ -აღნიშნავს ლევან გორელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხება, გამოძიება ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილსაც გამოკითხავს. ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება ბეგაშვილის გარდა, კიდევ სხვა ქალსაც გამოკითხავს, რომელიც, ადვოკატის თქმით, ასევე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს