შალვა შავგულიძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე - ეს ცინიზმია, არ არის გულწრფელი ნათქვამი და ამას ქართული საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს

„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილს უსუსურს და ცინიკურს უწოდებს. როგორც შავგულიძე ამბობს, ივანიშვილის პოლიტიკურ არსენალში მხოლოდ საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებაა და ამ ფონზე ის საუბრობს საზოგადოების გაერთიანებაზე.

„უსუსური იყო იმ ნაწილში, სადაც ბატონი ივანიშვილი ცდილობდა „ქართული ოცნების“ ჩავარდნა ეკონომიკის სფეროში ერთის მხრივ აეხსნა თითქოსდა „ქართული ოცნებისავე“ მოტანილი ჭარბი დემოკრატიით და თითქოს, ამ ფონზე ვერ ჩანს ეკონომიკა ისე წარმატებული, მეორეს მხრივ მისი მცდელობა, რომ გადაებრალებინა ეს ჩავარდნა წინა ხელისუფლებებისათვის.

ცინიკურია იმ მომენტში, სადაც ბატონი ივანიშვილი საუბრობს იმაზე, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური წარსულისა, უნდა გავერთიანდეთ, რომ ეშმაკი ყოფს და ა.შ. ეს მაშინ, როდესაც მის პოლიტიკურ არსენალში მხოლოდ საზოგადოების ურთიერთდაპირისპირება, ადამიანების ურთიერთმტრულად განწყობა და სიძულვილის და მტრული ატმოსფეროს მართვაა და სხვა არაფერი. ეს ცინიზმია, ეს არ არის გულწრფელი ნათქვამი და ამას ქართული საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა