ლაშა ჟვანიას განცხადებით, პრეზიდენტის სახელით დაგეგმილი მიღება ავლაბრის სასახლეში იმის გამო იმართება, რომ „ათონელზე მდებარე რეზიდენცია 150 კაცს ვერ უმასპინძლებს“

სამწუხაროა, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღონ ასეთ შეკრებაში მონაწილეობა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ 9 აპრილისადმი მიძღვნილ მიღებაზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი რამდენიმე ადამიანი მისვლას არ აპირებს.

„იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ადამიანები შემოურთდებიან ეროვნულ თანხმობას", - აღნიშნა ჟვანიამ.

ამასთან, კითხვაზე, თუ რატომ იმართება ავლაბრის სასახლეში მიღება, ჟვანია განმარტება განმარტავს: „თუ გაივლით ათონელის რეზიდენციასთან, თქვენ ნახავთ ხარაჩოებს და ათონელის რეზიდენცია სიდიდით ვერ უმასპინძლებს 150 კაცს, რადგან რემონტი მიმდინარეობს და მეორე, ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პრეზიდენტის ღონისძიება, ეს ერთობლივი ღონისძიებაა და ამ ღომისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრემიერი, რადგან პრემიერი საქართველოში არ არის, ასევე მიღებაზე იქნება პარლამენტის ვიცე-სპიკერი",- განაცხადა ჟვანიამ.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა განთავსებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს