გიგა ბოკერია - ავლაბრის სასახლე იყო არა სააკაშვილის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

ეს იყო არა სააკაშვილის სასახლე, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლისთვის ფუნქციის შეცვლის შეფასებისას განაცხადა.

ბოკერიას თქმით, სამარცხვინო და სასაცილო იყო „ერთგვარი ლაშქრობა იმ სიმბოლოებზე, რომელსაც მმართველი გუნდი წინა ხელისუფლებას უკავშირდებოდა.

"სამარცხვინო და ერთდროულად სასაცილო იყო ეს რაღაც ჯვაროსნული ლაშქრობა იმ სიმბოლოების მიმართ რომელიც დაკავშირებული იყო მათი აზრით წინა ხელისუფლებასთან. რეალურად ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების სიმბოლო. არა სააკაშვილის სასახლე, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე. ის, რომ ახლა ამ თავის აბსოლუტურად სულელურ და სამარცხვინო საკითხშიც ორმაგი სტანდარტი აქვთ და აქაც არ არიან თანმიმდევრულები, კიდევ ერთი ნიშანია ივანიშვილის გუნდის არაგულწრფელობის და ფარისევლობის", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

“საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების მიხედვით, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა - ეს არის სახელწიფო ცერემონიების სასახლე. შესაბამის განკარგულებას მთავრობა გამოსცემს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხატია მოისწრაფიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო