ბრაზილიის პრეზიდენტი - ვერ დავუშვებთ იმას, რომ ვენესუელა ახალ კუბად ან ჩრდილოეთ კორეად იქცეს

ვერ დავუშვებთ იმას, რომ ვენესუელა ახალ კუბად ან ჩრდილოეთ კორეად იქცეს, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა.

მისი განცხადებით, ვენესუელაში სამხედრო შეჭრის შემთხვევაში ის ბრაზილიის ეროვნული თავდაცვის საბჭოსა და კონგრესს მიმართავს, რათა ქვეყნის ხელისუფლების ქმედებების კოორდინირება მოხდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ჟაირ ბოლსონარუმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ-ს მთავრობასთან ერთად მუშაობს, რათა განხეთქილება დათესონ ვენესუელას შეიარაღებული ძალების რიგებში“.

„ჩვენი და ამერიკელების განზრახვაა, რომ ვენესუელას შეიარაღებული ძალების რიგებში განხეთქილება მოხდეს, ვინაიდან არმია მხარს მადუროს უჭერს. შეიარაღებული ძალების გადასაწყვეტია, ქვეყანა დემოკრატიის თუ დიქტატურის პირობებში იცხოვრებს“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: ბრაზილიის პრეზიდენტი - ვერ დავუშვებთ იმას, რომ ვენესუელა ახალ კუბად ან ჩრდილოეთ კორეად იქცეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო