გიორგი ქობულია 9 აპრილის მემორიალთან - 30 წლის წინ მე არ ვიყავი ამ მოედანზე, მაგრამ სულით და გულით ვიყავი აქ მდგომი ხალხის გვერდით

30 წლის წინ მე არ ვიყავი ამ მოედანზე, მაგრამ სულით და გულით ვიყავი აქ მდგომი ხალხის გვერდით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი.

„ჩვენ დღეს უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს თავისუფლების იდეა და ეს იდეა რეალობად იქცა 2 წელიწადში. გავიდა 30 წელი და ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ხალხმა სიცოცხლის ფასად დაიცვა ეს იდეა", - აღნიშნა ქობულიამ.

კითხვაზე, თუ სად იყო მინისტრი 30 წლის წინ 9 აპრილს, ქობულიას თქმით, ის საქართველოში იმყოფებოდა.

"მე ვიყავი საქართველოში. არ ვიყავი ამ მოედანზე, მაგრამ ვიყავი საქართველოში და მთელი ჩემი სულით და გულით ვიყავი ამ ხალხის გვერდით", - განაცხადა ქობულიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა