მალხაზ მაჩალიკაშვილი - ე.წ. პრეზიდენტს ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს - მთავრობას ჩემი რცხვენია, უჩუმრად მოდიან და გარბიან

დღევანდელ ხელისუფლებას ჩემი რცხვენია, მოდიან და უჩუმრად გარბიან, პრეზიდენტს არც კი შემოუხედავს ჩემთვის, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 9 აპრილიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ყოველდღე ახსენდება მემორიალთან დაღვრილი სისხლი.

„სამწუხაროდ, აქ დაეცნენ ბავშვები, დაიღვარა სისხლი და აქედან გამომდინარე, ამ დღეს გლოვით აღვნიშნავთ. ამათი დაღვრილი სისხლი, ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს. ყოველდღე მახსენდება ეს. ვისურვებდი ერთიანი ყოფილიყვნენ ქართველები, რომ არ ხდებოდეს ის, თუნდაც რა დღეშიც მე და ზაზა სარალიძე ვართ. ჩვენი საქმე სიბოროტიდან მოდის. ჩემთვის დღეს პასუხი არ გაუციათ. მივედი პირდაპირ ე.წ. პრეზიდენტთან და ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს. დღევანდელ მთავრობას ჩემი რცხვენია. მოდიან უჩუმრად და გარბიან",- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი თითქმის 8 თვეა რუსთაველის გამზირზე კარავში იმყოფება და მისი შვილის საქმის გამოძიებას ითხოვს.

იხილეთ ვიდეო: მალხაზ მაჩალიკაშვილი - ე.წ. პრეზიდენტს ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა