კახა საბანაძემ პოლიციელებს, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს, თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ პოლიციელებს, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს, თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

„დღეს, მართლაც უდიდესი პატივი მხვდა წილად, ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც გმირობით დაამტკიცა, თავის თავგანწირვა ჩვენი მოქალაქეების და სამშობლოსთვის. სწორედ ეს არის ის მთავარი ღირებულება, რაზეც დაფუძნებულია ქართული პოლიცია. ყველა ჩვენგანი, ვინც დღეს ამ პროფესიას ემსახურება, ვალდებულია, ახსოვდეს თქვენი თავდადება, როგორც ქართველი ხალხის სამსახურში დგომის უდიდესი მაგალითი. 9 აპრილს, ქართული პოლიცია - (როგორც მაშინ ეწოდებოდა - „მილიცია“) თითოეული თქვენგანის შემადგენლობით, არათუ არ დაემორჩილა რუს გენერალს და სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღო, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები და უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილსა და დასახიჩრებას. ყველას გვახსოვს, რომ თქვენ გმირულად, სრულიად უიარაღოდ, რუსეთის ტანკების წინ, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გადაეფარეთ ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. რომ არა თქვენ, ნამდვილად კიდევ უამრავ უდანაშაულო სიცოცხლეს შეიწირავდა რუსული არმია“, - განაცხადა საბანაძემ.

შსს-ს ცნობით, ვეტერან პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით მადლობის სიგელები და საქართველოს დამოუკიდებლობის მედალიონები გადაეცათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო