ილია მეორე - ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა - როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე კი ყველამ ერთად დაიყვირა - არა!

მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა, - ასე იხსენებს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 1989 წლის 9 აპრილის ღამეს.

როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე „იმედთან“ ინტერვიუში აცხადებს, 9 აპრილის ღამე იყო თავისუფლებისთვის მზადყოფნა და იმ ღამეს რუსთაველის გამზირზე მდგომ ადამიანებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდნენ.

„ძალიან ძნელია გახსენება იმ ღამისა, რაც მოხდა რუსთაველზე. ჩემთან შუაღამის დროს მოვიდნენ და მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. გრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ხალხს რაც დაემართება, მეც მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა და მერე დაიყვირეს - არა . ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები, მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ სროლა თუ იქნებოდა, დაცვა ყოფილიყო, მე რომ არ მომხვედროდა“, - განაცხადა პატრიარქმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო