სლოვაკეთში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა

სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ცნობით, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სლოვაკეთის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშულებების წარმომადგენლები.

„შეხვედრაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მოვლენამ ბიძგი მისცა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად საბჭოთა კავშირში მოვლენების შემდგომ განვითარებას, რასაც შედეგად მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დღევანდელი საქართველოს მთავარ გამოწვევას - რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. სლოვაკი ექსპერტების განცხადებით, საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის მაგალითის მიმცემია. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქართული საზოგადოების ტოლერანტულობა აფხაზებისა და ოსების მიმართ, რაც მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს