თურქეთის მმართველი პარტია სტამბოლის მერის განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ქვეყნის ცესკო-ს მოსთხოვს სტამბოლის მერის განმეორებითი არჩევნები გაიმართოს. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ალი იხსან იავუზმა განაცხადა.

აქამდე თურქეთის მმართველმა პარტიამ სარჩელით მიმართა ცესკო-ს, სტამბოლში მერის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელშიც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს და ცესკო-მ ხმების გადათვლა დაიწყო.

„ვაპირებთ მოვითხოვოთ სტამბოლში განმეორებითი არჩევნების ჩატარება. საუბარია არა უბრალოდ დარღვევებზე და შეცდომებზე, არამედ ორგანიზებულ ჩარევაზე. ბოლომდე წავალთ და ყველა კანონიერ მეთოდს გამოვიყენებთ. ამის შემდეგ გამოძიება დაიწყება. ვინც დარღვევებთან კავშირშია პასუხს აგებს კანონის წინაშე. თუმცა, საბოლოო სიტყვა ცესკო-ზეა“, - განაცხადა ალი იხსან იავუზმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა იმამოგლუმ სტამბოლის მერის არჩევნებზე გამარჯვება გამოაცხადა. მისი კონკურენტი მმართველი პარტიის კანდიდატი ბინალი ილდირიმი იყო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა