საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს.

ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.

„9 აპრილი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, რომელიც ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის დღე, რომელიც სამუდამოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში, როგორც ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის განსახიერება“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს