გივი მიქანაძემ საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა

პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეის პარალელურად, დოჰაში, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრები იმართება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე მონაწილეობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასოციაციის შეხვედრაზე პარლამენტების ინსტიტუციური გაძლიერების, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი კოლეგების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა და რეგიონული თანამშრომლობის უპირატესობების, ასევე, სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

გივი მიქანაძემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების კვლევით ცენტრზე (EPPRN) გაამახვილა, რომელიც, მისი შეფასებით, თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია.

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა ასოციაციის წევრებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და გამოცდილება გააცნო. გივი მიქანაძემ ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც და კოლეგებს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა