ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ყოფილი შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში კულტურული ცენტრი განთავსდება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ყოფილი შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში კულტურული ცენტრი განთავსდება. ამის შესახებ მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეს", მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, მას მაღალი რანგის მიღებებისთვის ყველა გამოიყენებს.

„ავლაბრის ყოფილი რეზიდენციისთვის განისაზღვრა ახალი ფუნქცია და შესაბამისად, სახელწოდებაც. დღეიდან სასახლეს ეწოდება „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე" და ის უმასპინძლებს ყველა მაღალი რანგის ვიზიტსა თუ შეხვედრას, მასშტაბურ მიღებებს. შეთანხმება მოხდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს შორის",- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რეზიდენციის ადმინისტრაციულ შენობაზე კონცეფცია მუშავდება.

„ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობს შესაბამისი კომისია კონკრეტულ კონცეფციაზე. აქ დგას ორი შენობა. ერთი იქნება "სახელმწიფო ცერემონიების სასახლე", ხოლო ადმინისტრაციული შენობისთვის მუშავდება კონცეფცია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ იქნება კულტურული ცენტრი.

"სახელმწიფო ცერემონიების სასახლეს" გამოიყენებს ყველა, მაღალი რანგის შეხვედრებისთვის",- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა