კონსტანტინე გამსახურდია - მოხარული ვარ, რომ ავლაბრის სასახლემ რაღაც ფუნქცია მიიღო და არ გადაკეთდა საბანკეტო დარბაზად ან სპორტსკოლად

ქვეყნის პრეზიდენტისგან ის მინდა მოვისმინო, რასაც წლების მანძილზე ვერ ვისმენდით პირუთვნელი, ობიექტური და ეროვნული განწყობიდან მომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებს „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში" განუცხადა, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ხელმომწერებთან პრეზიდენტი მიღებას მართავს.

მისი თქმით, დღეს არის ძალიან დიდი დღე.

„მინდა მოვისმინო შეფასებები, რომ ჩვენ 30 წელიწადია ვცხოვრობთ თავისუფლებასთან ერთად და ეს თავისუფლება ხან რეალიზებულია, ხან ჩვენს მიერ უგულებელყოფილი, ხან ჩაწიხლული, ხან იგნორირებული და ა.შ.“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უზენაესი საბჭოს ნაწილმა პროტესტის ნიშნად მისვლის თაობაზე უარი თქვა, კონსტანტინე გამსახურდია პასუხობს, რომ ამ პროტესტის თაობაზე არაფერი სმენია და შესაბამისად, არც იცის რაზე გამოაცხადეს პროტესტი.

ჟურნალისტის განმარტებაზე, რომ უზენაესი საბჭოს ნაწილმა ღონისძიებაზე დასწრების თაობაზე უარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებების გამო თქვა, რომელიც მან 90-იან წლებში გააკეთა, გამსახურდია განმარტავს, რომ ამის შემდეგ ზურაბიშვილმა პოზიცია შეცვალა.

„ეს იყო 1992 წელს, მას შემდეგ მან ეს პოზიცია შეცვალა, რამდენადაც ვიცი. რაც შეეხება ომთან დაკავშირებით საკითხს, ეს არის ძალიან ხანგრძლივი თემა. ეს კამათის, ახსნა-განმარტებებისა და დაზუსტებების საგანია. მე მგონი, დღეს ამ თემაზე საუბარი არ ღირს. არ დავწვრილმანდები.

ერთ რამეს გეტყვით, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ სასახლემ რაღაც ფუნქცია მიიღო და არ გადაკეთდა საბანკეტო დარბაზად ან სპორტ სკოლად. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ის უფრო არის საფრთხე, შესაძლოა ასეთი რამე მოხდეს. კიდევ კარგი, რომ ასეთი რამ არ მოხდა“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს