ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელიც დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდა, რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს.

როგორც „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური იუწყება, კრიმინალური ავტორიტეტი შესაძლოა, ესპანეთში იყოს დეპორტირებული, სადაც ის საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული.

არსებული ინფორმაციით, ის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს 40 დღით, რის შემდეგაც მისი რუსეთიდან დეპორტირება უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ონიანმა დღეს მოიხადა 10-წლიანი სასჯელი, რის შემდეგაც ის განსაკუთრებული რეჟიმის გამოსასწორებელი კოლონიიდან გათავისუფლდა. ის 2009 წელს დააკავეს მოსკოვში ბიზნესმენის გატაცების გამო.

2006 წელს ის ესპანეთში საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს ქვეყანაში რუსული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს