მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 9 აპრილი მხოლოდ გლოვის დღედ არ გვახსოვდეს

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს დღე მხოლოდ გლოვის დღედ არ გვახსოვდეს, ეს დღე იყოს ჩვენთვის იმ დღის მოგონება, რომელმაც გაგვაერთიანა, რომელმაც კიდევ ერთხელ ყველა შეგვკრა იმ საერთო მიზნისთვის, საერთო ამოცანისთვის, რასაც საქართველოს განვითარება, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მიღებაზე განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველომ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გადაიტანა, თუმცა წარმატებით უმკლავდება გამოწვევებს.

"9 აპრილი არის ძალიან ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და როგორც ბევრი ასეთი დღე, ის ამასთანავე დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფაქტებთან და თარიღებთან ჩვენი ისტორიისთვის. ის არის ყოველთვის დაკავშირებული იმ ტრაგიკული მოვლენებთან, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს. ამასთან ერთად, ეს არის დღე, როდესაც ამაყები ვართ იმ ადამიანებისთვის, იმ ერთიანობისთვის და საერთო სულისკვეთებისთვის, რომელიც გვაერთიანებდა 1989 წლის 9 აპრილსაც და 1991 წლის 9 აპრილსაც, როდესაც ბევრმა თქვენთაგანმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და მოაწერა ხელი დამოუკიდებლობის აქტს. ამდენად, ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს დღე მხოლოდ გლოვის დღედ არ გვახსოვდეს და ეს დღე იყოს ჩვენთვის იმ დღის მოგონება, რომელმაც გაგვაერთიანა, რომელმაც კიდევ ერთხელ ყველა შეგვკრა იმ საერთო მიზნისთვის, საერთო ამოცანისთვის, რასაც საქართველოს განვითარება, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღე ჩვენს ახალგაზრდა თაობასაც დავამახსოვროთ როგორც საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღე და როგორც საქართველოს თავისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა ყველა იმ ადამიანს, ვინც 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე იდგა, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობდა და წვლილი მიუძღვით საქართველოს დამოუკიდებლობაში, მადლობა გადაუხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ენერგია, რომელსაც ერთმანეთთან დაპირისპირებაში და ბრძოლაში ვხარჯავთ, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე მივმართოთ.

"რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილია იმ ადამიანების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შეწირა ამ დღეს. ეს ტკივილი, რაც ამ ადამიანების ოჯახებს აქვთ, ბუნებრივია, ეს ვერ გადაივლის, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანების მსხვერპლი არ არის ტყუილი და ამ მსხვერპლს ტყუილად არ ჩაუვლია. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გადავიტანეთ, მოგვიწია როგორც სამოქალაქო ომის, ასევე ღია აგრესიასთან გამკლავება, შიდა თუ გარე პრობლემები გვქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს, მიუხედავად გამოწვევისა, მივიწევთ წინ და ბევრ საერთაშორისო პლატფორმაზე, ბევრ ფორმატში ვართ აღიარებული რეფორმების ლიდერად, აღიარებული ვართ ლიდერად რეგიონშიც და ნამდვილად შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით, სწორი მიმართულებით მივდივართ. მნიშვნელოვანია, ის სულისკვეთება, რაც 9 აპრილს გვაერთიანებდა, გადმოვიტანოთ მშვიდობიან დროსაც. ვიცით ყველამ, რომ ქართველებს გვჩვევია გაერთიანება განსაცდელის ჟამს, როცა გარეშე მტერი გვიტევს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ჩვენში ძალა და გავერთიანდეთ მაშინ, როდესაც ჩვენ ქვეყანას შენებისთვის ვჭირდებით. მნიშვნელოვანია, რომ ენერგია, რომელსაც ერთმანეთთან დაპირისპირებაში და ბრძოლაში ვხარჯავთ, მივმართოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. მინდა გისურვოთ მშვიდობა, გისურვოთ, რომ ის წუთები, რაც 9 აპრილს განიცადეთ, აღარ განმეორდეს და ის სულისკვეთება, რაც 1989 წლის 9 აპრილს და 1991 წლის 9 აპრილს გვაკავშირებდა, ეს ემოცია და ერთიანობა გაგვყვეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა