ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, პრეზიდენტი მზადაა ათონელის რეზიდენციაში პრესკლუბი გახსნას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, პრეზიდენტი მზადაა ათონელის რეზიდენციაში პრესკლუბი გახსნას.

როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრესკლუბი ათონელზე მდებარე რეზიდენციის დასრულების შემდეგ გაიხსნება.

კითხვაზე, თუ რატომ არ აქვს პრეზიდენტს ხშირი კომუნიკაცია მედიასთან, როდესაც ამას თავად აცხადებდა, ჟვანიამ უპასუხა: "მხოლოდ დღეს, ბოლო 4 საათის განმავლობაში ორჯერ მქონდა კომუნიკაცია თქვენთან და უკვე მერვე კითხვაზე გპასუხობთ.გიდასტურებთ პრეზიდენტის მზაობას, გაკეთდეს გარკვეული პრესკლუბი მაშინ, როდესაც ათონელის რეზიდენცია დასრულდება. როგორც იცით, ახლა რემონტი მიმდინარეობს, როგორც გარე ფასადის, ასევე შიგნით".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო