ნოდარ ნათაძე - ზვიად გამსახურდიამ დატოვა რეფერენდუმით დამოწმებული დამოუკიდებლობა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე აცხადებს, რომ 1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის იყო როგორც ტრაგიკული თარიღი, ასევე უდიდესი ტრიუმფი.

როგორც ნათაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 9 აპრილისადმი მიძღვნილ მიღებაზე განუცხადა, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დატოვა რეფერენდუმით დამოწმებული დამოუკიდებლობა.

„ეს არის ტრაგიკული თარიღი, როდესაც საქართველომ უზარმაზარი გლოვა განიცადა. ამასთან, ეს არის უდიდესი ტრიუმფი. ზვიად გამსახურდიამ დატოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ არა უბრალოდ დამოუკიდებლობა, არამედ, რეფერენდუმით დამოწმებული დამოუკიდებლობა. გადამწყვეტი ეს არის. სალომე ზურაბიშვილმა ამის წინანდელ გამოსვლაში, სწორედ ეს შენიშნა და ამას გაუსვა ხაზი“, - განაცხადა ნათაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გამართა. მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერთა ნაწილმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა