საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დოჰაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას, დოჰაში ვიზიტი დაასრულა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, შეხვედრები გაიმართა ფიჯის პარლამენტის თავმჯდომარეს რადუ ეპელი ნაილატიკაუსთან, ტონგას საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარე ლორდ ფაკაფანუასთან და ახალი ზელანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერ ენ ტოლისთან.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა. მისი შეფასებით, ვიზიტი იყო წარმატებული და ასამბლეის ფარლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მისივე განცხადებით, 140- ე ასამბლეაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 მსოფლიო კონფერენციას 2020 წელს საქართველო უმასპინძლებს.

“დღეს სრულდება ჩვენი ვიზიტი საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში. გვქონდა ძალიან შედეგიანი ვიზიტი, მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა ფორმატში, დისკუსიებში, გვქონდა, ასევე, არაერთი ორმხრივი შეხვედრა 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კუთხით, კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე გვქონდა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასამბლეაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მომავალ წელს გაიმართება ახალგაზრდა პოლიტიკოსების, დეპუტატების გლობალური სამიტი საქართველოში და ეს ღონისძიება იქნება ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული საერთაშორისო საპარლამენტო კავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ. ასევე, შევხვდით IPU-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მასთანაც გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია ჩვენი ქვეყნისა და ორგანიზაციის თანამშრომლობის თაობაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ვიზიტის შეჯამებისას.

დელეგაციის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეფასებით, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა იყო კარგი შესაძლებლობა, ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ესაუბრა. მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციამ მკაფიო მხარდაჭერა მიიღო.

„საერთაშორისო საპარლამენტო ასაბლეა ჩვენთვის კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით 20-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას და გვესაუბრა მათთან მთავარზე - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები. მათგან კიდევ ერთხელ მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა და მესიჯები, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც ისინი ჩვენსავით ფიქრობენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო საკმაოდ შედეგიანი სამი დღე ჩვენი ვიზიტის ფარგლებში”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო