9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის დედა პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებაზე  - სად უნდა ვილაპარაკო იმდენი, რომ მთელი დღე გამორთული ან დაკავება მქონდეს ტელეფონზე?!

9 აპრილის გმირის, ეკა ბეჟანიშვილის დედის, ლალი ყანჩაველის განცხადებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიებაზე დასწრების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მიწვევა არ მიუღია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლალი ყანჩაველმა განუცხადა, ის, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეკა ბეჟანიშვილის გვარი შეცდომით წაიკითხა, დისგან გაიგო.

„დღეს მიღებაზე მიწვეული არ ვყოფილვარ. სიის წაკითხვის დროს ეკას გვარის შეშლია და სწორად არ უხსენებია. ჩემი ტელეფონი დაკავებული იყო ჟურნალისტებთან საუბრის დროს. სხვა დროს მე ტელეფონი არ დამიკავებია. ან, სად უნდა ვილაპარაკო იმდენი, რომ მთელი დღე გამორთული ან დაკავება მქონდეს ტელეფონზე?! დღეს, 14:30 საათიდან საღამომდე სასაფლაოზე ვიყავი. ჩემმა დამ დამირეკა და მითხა, რომ პრეზიდენტს ეკა ბეჟანიშვილის ნაცვლად ბეჟაშვილი უთქვამს. კონკრეტულად პრეზიდენტს არაფერს ვეტყოდი, ჩემი აზრით, უფრო იმის დანაშაულია, ვინც ეს დაუწერა და დაუდო“, - განაცხადა ლალი ყანჩაველმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედიის გმირის - ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა იმისთვის, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიღებას დასწრებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ეკა ბეჟანიშვილის ოჯახთან დარეკვის დროს ტელეფონზე მუდმივი დაკავება ფიქსირდებოდა და ამ მიზეზით ოჯახს ვერ შეატყობინეს, რომ უნდა დასწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას. ამასთან, მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ სალოზე სურაბიშვილს ეკა ბეჟანიშვილის სახელი და გვარი შეცდომით არ წაუკითხავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო