ანონსი 10 აპრილი

10 აპრილს, 09:00 საათზე, პარლამენტში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA) მხარდაჭერით, გაიმართება საერთაშორისო მრგვალი მაგიდა: „არათანაბარი ანაზღაურება და სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები სამუშაო ადგილზე - გენდერული უთანასწორობის გამოწვევები საქართველოში - დამსაქმებელთა ასპექტები”.

მის.: ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული.

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი, 598 544 415

10 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

10 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ. შარტავას ქ.N7

10 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის“ ხელმძღვანელისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ანდრიაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის" შექმნა და ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი.გიორგი ანდრიაძეს „გირჩის“ მიერ დაფუძნებული„ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 აპრილს, 11:00 საათზე, სრულიად საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ბათუმში, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა ნეშტის აღმოჩენა და მუსლიმთა მოთხოვნა.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება - კონკრეტული სამოქმედო გეგმა დასაქმებულების უფლებების დასაცავად. „სოლიდარობის ქსელი“ პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1 .

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

10 აპრილს, 11:30 საათზე, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: სუს-ის მხრიდან ბასილიას დაკავება, შეფარდებული გირაო და ემუქრება თუ არა 9 წლიანი პატიმრობა.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10 აპრილს, 12:00 საათზე, ევროპული საქართველოს ოფისში " „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ბლოკის" მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

მის: ბარნოვის #40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08

10 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს პატრიკ ფრანზენს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N224 (C კორპუსი, II სართული)

10 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით, “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ სრულყოფასთან და მასში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

სოფელი წინანდალი, სასტუმრო - RADISSON COLLECTION HOTEL

10 აპრილს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სააკაშვილ-ნათელაშვილის პოლიტიკური ტანდემი. 11 აპრილს ტაქსისტების მიერ დაგეგმილი აქცია.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1 .

საკონტაქტო : 593 53 45 24

10 აპრილს, 14:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები შუალედურ არჩევნებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს წარადგენენ.

მის: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასთან

10 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N317 (C კორპუსი, III სართული)

10 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

10 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტში, სერგი კაპანაძის ოთახში (A114) „ევროპული საქართველოს“ ლიდერებისა და აფხაზთა კრების წევრების შეხვედრა გაიმართება. თემა:"ოთხოზორია - ტატუნაშვილის" სია.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08.

10 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

საკონტაქტო : ლაშა ჩხარტიშვილი 558 29 69 80

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა