ანა დოლიძე - ის, რომ პრეზიდენტი ყველგან ვერ გააკეთებს კომენტარს, საიდან მოიტანეს ეს „ჰამურაბის კანონები“, საიდან დაწერეს?!

ჩვენი ქვეყანა არის ავტობუსი, რომელიც მიდიოდა სწრაფი სიჩქარით და ყავდა თავზე ხელაღებული მძღოლი, ეს იყო წინა ხელისუფლება და ახლა მძღოლი საერთოდ არ ყავს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძის განცხადებით, შეცდომები, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოსდის, ადასტურებს ადმინისტრაციის აპარატის მოშლას. გადაცემაში საუბრისას, ანა დოლიძემ, პრეზიდენტის პროტოკოლის საქმიანობაც გააკრიტიკა და მათ წესებს „ჰამურაბის კანონები“ უწოდა.

„ჩვენი ქვეყანა არის ავტობუსი, რომელიც მიდიოდა სწრაფი სიჩქარით და ყავდა თავზე ხელაღებული მძღოლი, ეს იყო წინა ხელიუფლება და ახლა მძღოლი საერთოდ არ ყავს. როგორ შეიძლება ჩასატარებული იყოს ერთი ცერემონია და რამდენი ლაფსუსი იყოს. ვის დაპატიჟებენ, ვინ ესწერება სიაში, დაურეკავენ თუ არა, მოსაწვევი მიუვა თუ არა, ამას პრეზიდენტი არ წყვეტს - და ეს შეცდომები ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აპარატი მოშლილია. იმასაც ვერ საზღვრავენ, ადამიანი რომ მივა, პატივს მიაგებს მემორიალს, იქ იქნება უამრავი ადამიანი, ჟურნალისტები და რაღაცა უნდა უთხრას. ის, რომ პრეზიდენტი ყველგან ვერ გააკეთებს კომენტარს, საიდან მოიტანეს ეს „ჰამურაბის კანონები“, საიდან დაწერეს?! ფაქტია, რომ ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუშაობს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო