„ასლან ბათუმსკი“ რუსეთიდან თურქეთში გააძევეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე, რომელიც ცნობილია როგორც „ასლან ბათუმსკი“ რუსეთიდან გააძევეს. „კრაიმრაშას“ ინფორმაციით, ქობულაძე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დომოდედოვოს აეროპორტიდან თურქეთში გაამგზავრეს. ამავდროულად ის, რუსეთში „პერსონა ნონ-გრატად“ არის გამოცხადებული.

ქობულაძემ რუსეთის ციხეში 6 წელი და 10 თვე გაატარა. 13 თვის განმავლობაში დეპორტაციის მოლოდინში კემეროვოს არალეგალთა ცენტრში იმყოფებოდა. მასზე ძებნა საქრთველოს ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ვინაიდან საქართველოდან ვერ მიიღეს მოთხოვნა „კანონიერი ქურდის“ ექსტრადიციის შესახებ, ის თურქეთში გაამგზავრეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო