რომან კაკულია - ამას გაუგებრობა ჰქვია, ალბათ, სალომე ზურაბიშვილი თვითონაც ძალიან მძიმედ განიცდის

არის დეტალები, რომელიც არ უნდა შეგეშალოს, თუმცა შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინ არის, - ამის შესახებ უმრევლესობის წევრმა რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ 9 აპრილის გმირის სახელის და გვარის სიიდან შეცდომით წაკითხვას.

“თვითონ ამ ფაქტს რაც შეეხება, ვიცი, რომ ამას გაუგებრობა ჰქვია. ალბათ, თვითონაც ძალიან მძიმედ განიცდის, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასეთ ადამიანებთან, როგორიც არის მამა, ბოდიშის მოხდასაც უკვე აზრი აღარ აქვს. მე, მიმუშავია და ძალიან ბევრ სახელმწიფო მოხელესაც ვიცი, რომ ეს არავითარ შემთხევაში არ მოუვიდოდა. მეტს არაფერს ვიტყვი. არის დეტალები, რომელიც არ უნდა შეგეშალოს, თუმცა შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინ არის. ამიტომ, ვამბობ, მე ვიცნობდი სახელმწიფოს ძალიან ბევრ მოხელეს, რომლესაც ასეთი რამ არავითარ შემთხევაში არ მოუვიდოდა და ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კაკულიამ..

ამასთან, კაკულიამ პრეზიდენტის მიერ ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

„ქალბატონ სალომეს, ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებული, რაღაც ორიგინალური მიდგომა აქვს, მაგრამ ეს თვითონ განმარტა რამდენჯერმე და მოდი, ეს მას დავუტოვოთ. მის ადგილას რომ ვყოფილიყავი მე ასე არ მოვიქეოდი. თავისი არჩევანი თვითონ იცის“, - აღნიშნა კაკულიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ცერემოენიები სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებთან მიღება გაიმართა. ღონისძიებას 9 აპრილის ტრაგედიის გმირების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერთ-ერთი გმირის ეკა ბეჟანიშვილის გვარი შეცდომით წაიკითხა, ხოლო კიდევ ერთი გმირის, თამარ ჭოველიძის სახელი და გვარი საერთოდ არ წაიკითხა. ამ ფაქტს, გმირის მამის, არკადი ჭოველიძის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მან ცერემონიების სასახლე დატოვა.

მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და პრესსამსახურმა განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილს თამარ ჭოველიძის სახელის წაკითხვა ტექნიკურად გამორჩა. რაც შეეხება ეკა ბეჟანიშვილს, პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტს გმირის გვარი არ შეშლია და უშეცდომოდ წაიკითხა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2019
ზაალ ანჯაფარიძე - „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ კი აცხადებენ, რომ სურთ არჩევნების გზით იარონ, მაგრამ ცალი თვალი მაინც რევოლუციურ სცენარზე უჭირავთ