ბიძინა ივანიშვილმა 1991 წლიდან 2011 წლამდე პერიოდი თავდაღმართში სიარულს შეადარა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის შემდგომი პერიოდი მიმოიხილა და 1991 წლიდან 2011 წლამდე პერიოდი თავდაღმართში სიარულს შეადარა.

„სამწუხარო რეალობაა, 1989 წლის აპრილიდან 1991 წლამდე ჩვენ მოვახერხეთ დიდი სულისკვეთების და აღტკინების მიტანა. ამის შემდგომ 21 წელი; 2011 წლამდე მართლაც შეიძლება ეს წლები შევაფასოთ თავდაღმართში სვლად, იმიტომ რომ ჩვენ უკეთესობისგან მივიღეთ უარესი“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა რომ 21 წლის განმავლობაში საქართველომ გაიარა ურთულესი პერიოდი.

„ყველა ომი ცუდია, მაგრამ ყველაზე საზიზღარი სამამულო ომია. ჩვენ მოვახერხეთ ერთმანეთს დავერიეთ. კანონიერი ხელისუფლება დავამხეთ, ჩვენ მოვახერხეთ და კრიმინალებს ვამართინეთ ქვეყანა, ჩვენ მოვახერხეთ და უშუქობაში ვიცხოვრეთ, ჩვენ მოვახერხეთ რომ ჩვენშივე გამოზრილი დიქტატორობისკენ მიდრეკილი ხელისუფალი მოვიყვანეთ რომელმაც წარსულ წლებზე პასუხიც კი გვაგებინა, „ნაციონალებს „ ვგულისხმობ“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ ვერ მოხდა 9 აპრილის სულისკვეთების შენარჩუნება, ივანიშვილის თქმით მიზეზი კომპლექსურია და ამბიციურობასთან ერთად ქვეყნის მართვის გამოცდილების არ ქონა იყო.

„გამოცდილება, ჩვენ დიდხანს ას წელზე მეტი არ გვემართა საკუთარი სამშობლო, მართვას სჭირდება გამოცდილება. ამისთვის საზოგადოება არ იყო მომზადებული და საერთოდ ქართული ხასიათი ძალიან საინტერესო ფენომენია. მე ვფიქრო ქართველები ძალიან ამბიცია ხალხია. ამბიცურობა კარგია, მაგრამ ზომიერება სჭირდება, როცა ცივი გონებაც თან ახლავს და პროპორციაში მოდის შედეგი კარგია. როცა ემოციურობას და ამბიციას თან არ ახლავს რაციონალიზმი, ძალიან ცუდ შედეგს ვღებულობთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა