ბიძინა ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე - მეექვსე წელს გაახსენდათ სასამართლო, რომ თურმე სასამართლო არ ვარგა და ასეთი სასამართლო მათ არ აწყობთ,  სად იყვნენ დარჩენილი დრო?!

მეექვსე წელს გაახსენდათ სასამართლო, რომ თურმე სასამართლო არ ვარგა და ასეთი სასამართლო მათ არ აწყობთ, სად იყვნენ დარჩენილი დრო?!, -ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მათ ყველა კითხვას პარტიაში პასუხი გაეცა და ის თუ რა გახდა რეალურად მათი გუნდიდან წასვლის მიზეზი, ამას დრო აჩვენებს.

" ყველა მათ კითხვაზე გუნდში ამომწურავი პასუხი გავეცით,მ ათ არანაირი კითხვა არ რჩებოდათ რეალურად და ეტყობა სხვა მიზეზი და სხვა საბაბი ვერ ნახეს, წასვლა უნდოდათ და თუ რა არის რეალური მიზეზი, ალბათ,ცოტა მოგვიანებით შეიძლება დრომ გვაჩვენოს.

რაც შეეხება ფასეულობების აღრევას, ამაზე დრო დავხარჯეთ და საინტერესო იქნება ეს ყველასთვის და მე ძალიან მინდა ეს მაყურებელს მივაწოდო, რომ იმაში რაშიც ბრალს სდებენ გუნდს მე მგონი, თვითონვე აქვთ მათ ეს პრობლემა- ჩემი შენ გითხარის ვარიანტია, ჩემი აზრით.

ის, თუ რეალურად როგორი სასამართლოა, ესენი რატომღაც ჩვენი გუნდთან თავის პოლიტიკური არსებობის მეექვსე წელიწადს განიცდიან. მეექვსე წელიწადს გაახსენდათ სასამართლო, რომ თურმე სასამართლო არ ვარგა და ასეთი სასამართლო მათ არ აწყობთ, მეექვსე წელიწადს ხაზს ვუსვამ მას. სად იყვნენ დარჩენილი დრო, როდესაც ჩვენ კონსტიტუცია მივიღეთ და მივიღეთ ძალიან კარგი კონსტიტუცია, ევროპული კონსტიტუცია და მასში სასამართლოს შესახებაც იყო, იუსტიციის საბჭოს შესახებაც იყო, არჩევის შესახებაც და მათ ამ ყველაფერს ხმა მისცეს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუსას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა