ბიძინა ივანიშვილი - როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ზოგიერთისგან იყო მცდელობა, რომ დაგვერბია სასამართლო და პროკურატურა, როგორც ეს ქნა სააკაშვილმა, მაგრამ არც ამის რესურსი იყო და არც ამის ნება

დღესაც ნახევარზე მეტი პროკურორები გახლავთ ადეიშვილის მიერ დანიშნულები და სასამართლოშიც ნახევარზე მეტი, გახლავთ ადეიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლეები - ხუთი წლის განმავლობაში არავის ახსოვდა სასამართლო და არავინ შფოთავდა ამაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბიძინა ივანიოშვილის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არც მათი შეცვლის რესურსი იყო და არც პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანას მოჯადოებულ წრეზე არ ეარა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ მოსამართლეებს გამორკვევის საშუალება მისცა, მიუხედავად იმის, რომ მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მათი გაკონტროლების მცდელობა იყო.

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული მოსამართლეები მივიღეთ 100%-ით და 100%-ით მივიღეთ პროკურატურა. დღესაც ნახევარზხე მეტი პროკურორები გახლავთ ადეიშვილის მიერ დანიშნულები და სასამართლოშიც ნახევარზე მეტი, გახლავთ ადეიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ზოგიერთისგან იყო მცდელობა, რომ დაგვერბია სასამართლო და პროკურატურა, როგორც ეს ქნა სააკაშვილმა, მაგრამ არც ამის რესურსი იყო და არც ამის ნება - ეს ისევ მოჯადოებულ წრეზე გვატარებდა. ჩვენ გავაკეთეთ ღირსეული და ძალიან სწორი არჩევანი და სასამართლოს მივეცით გამორკვევის საშუალება. რაც მთავარია, ხუთი წლის განმავლობაში არავის ახსოვდა სასამართლო და არავინ შფოთავდა ამაზე“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს