ბიძინა ივანიშვილი - ბესელიას, ფოფხაძის და გოგიჩაიშვილის მაგივრად შემრცხვებოდა

ბესელიას, ფოფხაძის და გოგიჩაიშვილის მაგივრად შემრცხვებოდა, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში საუბრისას, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამარცხვინო ის იურიდიული დარღვევებია, რომელიც მათ საპარლამენტო მუშაობისას დაუშვეს. მისივე განცხადებით, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა მათი ხედვები მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რის გამოც პირადად უთხრა რომ „ეს სამარცხვინოა“.

„რომ გენახათ გადამდგარი ბესელია როგორ ირჩევდა გედი ფოფხაძეს მოადგილედ, იურიდიულ კომიტეტში და როგორ მთავაზობდა გოგიჩაიშვილს თავმჯდომარედ, იქ იმდენი დარღვევა იყო იურიდიული, მე მათ ადგილზე შემრცხვებოდა. ასე ხდებოდა გუნდის შიგნით, როდესაც ხდებოდა მოსამართლეთა კრიტერიუმების განხილვა. ყველა მათი წინადადება მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან და პირადად ვუთხარი, ეს სირცხვილია მეთქი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა