ბიძინა ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე - ბევრჯერ ვუთხარი რომ თქვენ აკეთებთ იმას, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“

შავგულიძე, რატომღაც იმ სამეულის თუ ოთხეულის პოზიცია უნისონში მოდის ნაციონალურ მოძრაობასთან“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიაზე და იმ სამ დეპუტატზე განაცხადა, რომელებმაც პარტია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის გამო დატოვეს.

„როდესაც ფასეულობების აღრევებზეა საუბარი... 5 წელიწადია სასამართლო სისტემაზე არც ერთ ჩვენ თანაგუნდელს, მით უმეტეს პარლამენტის წევრს ხმა არ ამოუღია, მათ მიიღეს კონსტიტუცია, ხმა მისცეს ამ ოთხეულმა თუ სამეულმა. დღეს რომ გაახსენდათ, რა დროს და რა სიტუაციაში?! როდესაც ამაღლებული და მასიური შეტევა მიდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ენჯეობის“ მხრიდან, რომ როგორმე დაიბრუნონ სასამართლოზე მართვა. რატომღაც იმ სამეულის თუ ოთხეულის პოზიცია უნისონში მოდის ამ მცდელობასთან და იგივე პოზიციას იმეორებენ სასამართლოზე და მოსამართლეებზე. როდესაც ფასეულობების აღრევაზე საუბრობენ სამეული თუ ოთხეული სწორედ მათში შეიმჩნევა ეს ფასეულობების აღრევა. სწორედ მათთან მაქვს მე პრეტენზია, როგორ ასხამენ წყალს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე? მე შიგნითაც ბევრჯერ ვუთხარი რომ თქვენ აკეთებთ იმას რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო