ბიძინა ივანიშვილი - როდესაც წავიკითხე დავით მაღრაძის პირველი განცხადება, ვერ დავიჯერე, შეცდომა მეგონა

დავით მაღრაძესთან დაკავშირებით გაოცებული ვიყავი, ვერც დავიჯერე. ბევრი საერთო ახლობელი გვყავს ჩვენ, ბევრი ურეკავდა ჩემს მეუღლეს, ზოგი ჩემამდე აღწევდა და წარმოდგენა ჰქონდათ მოლაპარაკებული არიან ერთმანეთშიო. ღმერთმა დამიფაროს ამისგან. რატომ თქვა ეს, არ ვიცი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პოეტ დავით მაღრაძის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

„მაღრაძეს იგივე პრობლემები აქვს, რაც ჩემს თანაგუნდელებზე ვთქვი. ძირითადად ისევ სასამართლოს მოიშველიებს მაღრაძე, რომ მასაც არ აწყობს და იგივეს იმეორებს, რასაც ამბობენ ეს ოთხეული, რომლებიც გავიდნენ გუნდიდან. მასაც, ისევე როგორც, ამ ოთხეულს ვერაფრით ვერ გამოადგება ეს მიზეზად. სად იყო მაღრაძე 6 წლის განმავლობაში? სად გაგიგიათ მისგან, რომ ის სასამართლოში ერკვევა? ისინი დეპუტატები მაინც იყვნენ. არასწორ დროს გამოიყენა მან ეს თემა. მინდა მაღრაძეზე გავიხსენო ისიც, რომ როდესაც წავიკითხე პირველი მისი გამონათქვამი, ვერ დავიჯერე, შეცდომა მეგონა. თუ მას უნდა პოლიტიკური პარტია და ახორციელებს რაღაც ქმედებას, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი ამის და დასაბუთებული მიზეზი. მისი მიზეზი ვერ გამოდგება, მით უმეტეს მისგან. გაოცებული ვიყავი, ვერც დავიჯერე. ბევრი საერთო ახლობელი გვყავს ჩვენ, ბევრი ურეკავდა ჩემს მეუღლეს, ზოგი ჩემამდე აღწევდა და წარმოდგენა ჰქონდათ, მოლაპარაკებული არიან ერთმანეთშიო. ღმერთმა დამიფაროს ამისგან. რატომ თქვა ეს, არ ვიცი. საფუძველს, რასაც ის აცხადებს კიდევ ვამბობ, ვერ გადმოდგება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო