ბიძინა ივანიშვილი -  როდესაც პრინციპულმა დეპუტატებმა სიაში ზარდიაშვილი ნახეს, რატომ არ განაცხადეს, ამ სიაში არ შემოვალთო? დღეს ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ

როდესაც პრინციპულმა დეპუტატებმა სიაში ზარდიაშვილი ნახეს, რატომ არ განაცხადეს, ამ სიაში არ შემოვალთო? დღეს ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატების პრინციპულობაში ეჭვი ეპარება, ვინაიდან მათ ზარდიაშვილი მხოლოდ ახლა გაახსენდათ, მაშინ როდესაც შეეძლოთ, რომ სიის ნახვის შემდგომ მასთან ერთად სიაში ჩაწერაზე უარი განეცხადებინათ.

„რაც შეეხება ჩვენი დეპუტატების პრინციპულობას, რომლებიც ზარდიაშვილს მუდამ გაიხსენებენ და ის მათთვის მიუღებელია, მათ პრინციპულობაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ელემენტარული მიზეზის გამო. თუ ისენი ასეთი პრინციპულები არიან, როდესაც სიაში შეიტანეს ზარდიაშვილი (და მე არ ვაყალიბებდი მაშინ სიას, მე ძალიან შორიდან ვაძლევდი რჩევვებს) და იქ ნახეს, რომ სიით არის შესული ბესელია, გედი ფოფხაძე, მაჟორიტარი იყო გოგიჩაიშვილი - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეიყვანა ზარდიაშვილი, ამ პრინციპულმა დეპუტატებმა, როდესაც ზარდიაშვილი სიაში ნახეს, ეს დაფარული ხომ არ იყო, რატომ არ განაცხადეს, ჩვენ ამ სიაში არ შემოვალთ, არ ჩავიწერებით, სანამ აქ იქნება ზარდიაშვილიო? მესამე წელიწადი მთავრდება, სად იყვნენ ამდენ ხანს? რატომ გაახსენდათ ახლა ზარდიაშვილი და რატომ გაახსენდათ იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა ახალი შესაძლებლობა, დაენგრია სასამართლო თავისი მართული „ენჯეოებით“, დიდი შეტვა განახორციელა სასამართლოზე და გრძელდება ეს პროცესი. რატომ ჩაერთვნენ ისინი ახლა ამ პროცესში და თავის დროზე რატომ არ განაცხადეს ეს პრინციპულობა? რატომ არ განაცხადა გედი ფოფხაძემ, რომ მე არ შევალ მაგ სიაში, სადაც ზარდიაშვილიაო? ერთი ხმა არ ამოუღია არც ერთს, არც საჯაროდ და არც შიგნით მე ეს არ გამიგია. სხვებისგან გამიგია, ვიღაცები ამას აპროტესტებდნენ, მაგრამ არა ესენი. ეს მაქვს მხედველობაში, რომ დღეს რეალურად ისინი თამაშობენ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს. შიგნით როდესაც გარჩევები გვქონდა, როდესაც მიანიშნებდნენ მათ თანაგუნდელები, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომ არავითარი არგუმენტი და არავითარი საფუძველი თქვენ არ გაქვთ, ასე ტოტალურად სასამართლო შეარყიოთო. ისინი აღშფოთდებოდნენ და კითხულობდნენ, ასეთი ეჭვი გაქვთო? მე კი ვეუბნებოდი, რომ არა, მაგრამ ამას რატომ აკეთებთ? მე დღესაც აქ ვარ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა