ბიძინა ივანიშვილი - ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა

მოგებაზე გათვლილი არც ერთი ბიზნესი არ მაქვს , ერთადერთი ბანკია და ისიც პასიურ იყო და მის მოშორებასაც ვაპირებ ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ბიზნესისთვის ხიბლიანი პროექტი არ არის.

"ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. კერძო ბიზნესი ცდილობს,რომ ხუთ-ექვს წელიწადში ფული ამოიღოს, , მაქსიმუმ ათი წელიწადი-ეს ევროპული სტანდარტია და უფრო ხანგრძლივი დრო არის საჭირო, ფული დაიბრუნო. შესაბამისად, ეს არ არ არის ხიბლიანი პროექტი. საერთოდ მე არ ვთვლი რომ აქ ბიზნესს ვაკეთებ. პირიქით მე ვეხმარები მხოლოდ და საკუთარს ვხარჯავ. მოგებაზე გათვლილი არც ერთი ბიზნესი არ მაქვს , ერთადერთი ბანკია და ისიც პასიურ იყო და მის მოშორებასაც ვაპირებ საბოლოოდ და მოხდება",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემაში "პირისპირ"

მისივე თქმით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის პოზიცია, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლას, ან რუსეთისთვის გადაცემას ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ. ივანიშვილის განცხადები ამის შესახებ თავად მამუკა ხაზარაძემაც იცის, რადგან მან ხაზარაძეს ბოლო შეხვედრის დროს მადლობაც კი გადაუხადა, თუკი ის ამ პროექტის განხორციელებას შეძლებდა.

იხილეთ ვიდეო: ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა