ბიძინა ივანიშვილი „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ასეთი უხეში ტრანზაქციები რუსეთის ველურ გარემოშიც არ კეთდებოდა

ასეთი უხეში ტრანზაქციები რუსეთის ველურ გარემოშიც არ კეთდებოდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმის გარშემო კითხვები აღარ არსებობს, თუმცა ოპონენტები არ ცხრებიან. მან პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ისაუბრონ და აპელირება გამოძიების 11 წლის შემდეგ დაწყებაზე არ გააკეთონ.

„კითხვები აღარაა, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები. მეც ორი სიტყვით ოპონენტებს მივანიშნებდი. მათ ძირითადად ეს აქვთ საფუძვლად, რომ რატომ 11 და 10 წლის შემდეგ და არა ის, თუ რატომ მოხდა ეს ტრანზაქცია, რომელიც ძალიან უხეშია. თუ საბანკო სისტემაში შეიძლება უხეში ქმედებები, ამაზე უხეში მე ვერ წარმომიდგენია, რაც მაშინ მოხდა. 11 და 10 წელს რაც შეეხება, ჯერ ერთი, ეს კანონიერების ფარგლებშია, მეორე - ხანგრძლივობას თუ შევხედავთ, არ არის მაინც და მაინც 11 წელი გასული. 11 რომც იყოს, მოიშველიონ კანონი და თქვან, რომ კანონი ირღვევა. დღეს რომ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა? დღეს რას იტყოდნენ? ამას გასცენ პასუხი. ტრანზაქციაზე გასცენ პასუხი, როგორი უხეშია. ამას არ უნდა პროფესიონალური ფინანსისტობა ან ბანკირობა, რომ გაიგო როგორი უხეშია ეს ტრანზაქცია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დაიწყო ამ საქმის შესწავლა გამოძიებამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-7 წელს, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ გამოძიების დაწყება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტიდან გიორგი ქადაგიძის წასვლას უკავშირდება. მისი თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ტრანზაქციის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გახდა და უწყებამ გამართულად დაიწყო მუშაობა.

„ქადაგიძის წასვლიდან დაახლოებით 1 წელიწადში დაიწყო გამოძიება. გიორგი ქადაგიძე იყო „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ და იქიდან იმართებოდა. როცა კობა გვენეტაძე გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როდესაც სტრუქტურებმა დაიწყეს ჯანსაღი ფუნქციონირება და როდესაც მონიტორინგის სამსახურმა ეს ტრანზაქცია აღმოაჩინა, მაშინ დაიწყო გამოძიება. ეს ტრანზქცია იოლი აღმოსაჩენი იყო და არ სჭირდებოდა დიდი ფოკუსირება. რა შუაშია ჩვენი მე-7 წელი ან 11 წელი. კერძო ტრანზაქციაზე აგონ პასუხი. ამაზე ისაუბრონ,“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა