ბიძინა ივანიშვილი - მთავრობა კარგი შერჩეულია, შეიძლება რამდენიმე მინისტრთან იყოს პატარა კითხვები, თუმცა პრემიერი ძალიან ცდილობს

გუნდი გაუმართავი იყო, ვერტიკალი იყო ძალიან სუსტი- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ გუნდში ყველაზე მეტი მუშაობა საპარლამენტო უმრავლესობასთან დასჭირდა.

ყოფილმა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტიც შეაფასა და განმარტა რომ ზოგიერთ მინისტრთან კითხვის ნიშნები რჩება.

„ნახეთ, რომ ბევრი დრო დავხარჯე, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობასთან. მე ვფიქრობ, რომ იქ ახლა სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა. მოტივაცია გუნდში გასაძლიერებელია და ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. მე ვფიქრობ რომ მთავრობა კარგი შერჩეულია და სწორი შერჩეულია. იქ შეიძლება იყოს რამდენიმე სამინისტრო და მინისტრი რომელთანაც იყოს პატარა კითხვები, თუმცა პრემიერი ძალიან ცდილობს“- განაცხადა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა