ბიძინა ივანიშვილი - ხაზარაძეს შეუძლია გაიხსენოს, როდესაც ანაკლიის პროექტისთვის კაპიტალს თავს ვერ უყრიდნენ, 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი

ხაზარაძეს შეუძლია გაიხსენოს, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტისთვის კაპიტალს თავს ვერ უყრიდნენ, მას 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი, ოღონდ გააკეთეთ-მეთქი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„რაც შეეხება იმას, თუ ივანიშვილს რისი სურვილი აქვს. ხაზარაძესაც შეუძლია გაიხსენოს, რომ როდესაც ესენი კაპიტალისგან ძალიან შორს იყვნენ, მას 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი, ოღონდ გააკეთეთ მეთქი, კაპიტალს რომ ვერ უყრიდნენ თავს. იმ დროს გამოჩნდა აბდუშელიშვილი, რომელსაც ამ ბიზნესში წილი აქვს და ეს უფრო ჯანსაღია, ვიდრე ნაჩუქარი ფული. მას სხვა, სერიოზული ბიზნეესბი აქვს და რაც იგი გამოჩნდა, ჩემი მონაწილეობა აღარ გახდა საჭირო, თორემ მე ვჩუქნიდი ფულს ყოველგვარი წილის გარეშე, იმდენად მინდოდა, რომ კერძო ბიზნესს ეს გაეკეთებინა და ამაზე უარს ვერ იტყვიან, იყო ეს დროც.“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ამას გარდა, ივანიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებით სახელმწიფო ძალიან დაინტერესებულია, მაგრამ ის კერძო ბიზნესისთვის რთული გასაკეთებელია, ვინაიდან მოგებას მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდგომ მოიტანს.

„ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, პროექტი იმდენად რთული და კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. კერძო ბიზნესი ცდილობს, 5-6, მაქსიმუმ 10 წელიწადში ფული ამოიღოს. უფრო ხანგრძლივი დროა საჭირო, შესაბამისად, ეს არ არის ხიბლიანი კერძო პროექტი. ინტერესი მხოლოდ ერთია, რომ ეს პორტი აშენდეს და თუ ამას კერძო ბიზნესი გააკეთებს, ეს ძალიან მისასალმებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან. იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდ ფულს ვხარჯავთ ინფრასტრუქტურაში, და თუ დამატებით სახელმწიფოს არ მოუწევს კიდევ 600 მილიონიანი პროექტის მოზიდვა, ეს მისასალმებელია. მე ეს რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი და ხაზარაძისთვის მადლობაც მაქვს გადახდილი, თუ ესენი ამას მოახერხებენ. ბიზნესმენი მუდამ მოგებაზე ზრუნავს და ამ პორტის მომგებიანობა ძალიან რთულია - შეიძლება 30, 40 ან მეტი წელი დასჭირდეს იმას, რომ ბიზნესმენმა რეალური მოგება მიიღოს. სახელმწიფოები აქტიურად მონაწილეობენ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში და დღევანდელი სახელმწიფოს როლიც ძალიან აქტიური და პოზიტიურია, გნებავთ კაპიტალში მონაწილეობა თუ ინფრასტრუქტურის მოწყობა - ყველაფერში მივყვებით, ყველაფერში მაქსიმალურად ეხმარება ხელისუფლება. დღესაც ამას ვისურვებდი, რომ მათ ეს მოახერხონ, საჯაროდ მადლობას გადავუხდი და გადავუხდი მას მერეც, როცა ეს განხორციელდება. ეს ძალიან საჭირო და სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტია და თუ ვერ გააკეთებს კერძო ბიზნესი, სახელმწიფოს მოუნდება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო