ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილთან კონფლიქტზე - ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის ნაწილის ყოფა გაუარესდა

ჩემთვის ტრაგიკული იყო, როდესაც გავიგე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა, ამ ფონზე იყო კონფლიქტი მაშინდელ პრემიერთან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მასთან კონფლიქტის მიზეზი სწორედ გამოქვეყნებული კვლევები გახდა.

„კვირიკაშილთან ჩემი ძირითადი უთანხმება რაზეც მოხდა იყო „იუნისეფის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კიდევ უფრო გაღარიბდა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გარკვეულ დროს არ შემოიღო რაღაც რეგლამენტაციები. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მინიშნებული იყო რომ ეს რეგლამენტები შემოსაღები იყო და მეც ვაქტიურობდი ამ ფონზე. ეს იყო ჩვენი განხეთქილების მიზეზი და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა, ეს იყო ტრაგიკული. გახსოვთ მაშინდელი რეაგირება, კონფლიქტი ამ ფონზე პრემიერთან“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს