ბიძინა ივანიშვილი - რამდენიმე განვითარებულ სახელმწიფოსთან ვმუშაობთ, რომ ქართველები ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდნენ

რამდენიმე განვითარებულ სახელმწიფოსთან ვმუშაობთ, რომ ქართველები ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდნენ, მაგრამ ისინი არ დაიკარგებიან და არ დარჩებიან ევროპაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ძალიან ბევრი იქნება პროფესიული გადამზადებები. ამ მხრივ, ჩვენთან სამუშაო ადგილების ზრდასთან შესატყვისობაში დასაქმება გაიზრდება, თუმცა ამის აღიარება სირცხვილი არ არის და რამდენჯერმე მითქვამს, რომ ჩვენ არ გვყოფნის სამუშაო ადგილები და კიდევ წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე ღირსეულად დავასაქმოთ. საპირისპიროა განვითარებულ ევროპაში, სადაც აქვთ სამუშაო ადგილები და არ ყოფნით მუშახელი. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე განვითარებულ სახელმწიფოსთან, კერძოდ გერმანიასთან, ნორვეგიასთან და საფრანგეთთან მუშაობა, რაღაც პრეცედენტები უკვე გვაქვს, რასაც აბსოლუტურად მიღწევადად ვთვლი და წლის ბოლოსთვის შეგვიძლია, უკვე კონკრეტული ციფრებიც გვქონდეს და კონკრეტულ რიცხვებზე ვისაუბროთ, როდესაც მოვახერხებთ, ლეგალურად დავასაქმოთ განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენი ემიგრაციის დიდი ნაწილი, დღეს შეურაცხყოფილად და დათრგუნულად არიან და თუ ეს პროექტი გამოგვივა, რისი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ემიგრაციის აბსოლუტურ უმრავლესობასაც ისევ საქართველოზე გავლით გადავამზადებთ და აბსოლუტურად, ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდებიან. ასევე, იაფ ფრენებს დავამატებთ, მათ თვეში ერთხელ სახლში ღირსეულად მოესვლებათ.

ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ბულგარეთი ჩვენსავით დაცლილია, იმიტომ რომ ცხოვრების დონე, ეკონომიკა იქაც განსხვავებულია და მიგრაციაა, მაგრამ ისინი ოჯახში არიან, ევროკავშირის წევრები არიან. ჩვენ შეგვიძლია, ნაადრევად, სანამ ევროკავშირის წევრობას მოვახერხებთ, წლის ბოლოს კონკრეტული შედეგები გვქონდეს. და შეგვიძლია, როგორც რაჭველი ჩამოდიოდა დაბაში და მუშაობდა, ისევე ღირსეულად და ამაყად მოვახერხოთ, ქართველები არა მალულად, არამედ ლეგალურად დასაქმდნენ. ერთადერთი ხიფათია, მაგრამ ჩვენი ისტორია რასაც აჩვენებს, ქართველების სერიოზული მიგრაცია არასდროს ყოფილა. ქართველები არ დაიკარგებიან და არ დარჩებიან ევროპაში. პარალელურად, ადგილობრივი ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ და იქ ღირსეულად მომუშავე, იქიდან ისევ გამოგზავნილი და ჩამოსული ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის პროცესიც შეიძლება, დაჩქარდეს. რაც მთავარია, ეს დრო არ იქნება უღირსო, ისინი ღირსეულად იმუშავებენ და ასეთივე პერსპექტივა ექნებათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2019
ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა